დაიბრუნე ხმა!
7.68K subscribers
4.14K photos
975 videos
828 links
საინფორმაციო არხი
სტრატეგიები
დეზინფორმაციასთან ბრძოლა
Download Telegram
„რაც დრო გადის სულ უფრო ხშირად და ხშირად მომდის ინფორმაცია, რომ მე თუ ბოდიშს მოვიხდი, გამიშვებენ. მეც და სხვებსაც მისდით ეს ინფორმაცია. ვაი თქვენს პატრონს, უბედურს, ვინც ამას ითხოვს“ | ამბობს პროევროპულ აქციაზე დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე სასამართლო პროცესზე პუბლიკას ცნობით
4
❤‍🔥114👍3
დაიბრუნე ხმა!
Photo
“30 ივლისს, 19 საათზე, ინგოროყვას 22-ში, ე.წ. ჩეკას სახლთან, შენობასთან სადაც 1921-1934 წლებში საბჭოთა რუსული ტერორის მთავარი ცენტრი, ჩეკას შტაბ-ბინა მდებარეობდა, საქართველოს მოქალაქეები საბჭოთა რუსული ოკუპაციისა და ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს აღნიშნავენ.

წლევანდელი ცერემონიის ფოკუსი იქნება 1924 წლის ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყება. საზოგადოების წარმომადგენლები აჯანყების ჩახშობისას საბჭოთა რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ დახვრეტილთა გვარებს წაიკითხავენ.

ღონისძიებაზე ასევე გამოფენილი იქნება მსხვერპლთა ფოტოები.

საბჭოთა რუსული ოკუპაციისა და ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება 30 ივლისს, რადგან 1937 წლის 30 ივლისს საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა (НКВД) გამოსცა ბრძანება ნომრით 004447, რომელმაც სტალინური რეპრესიების ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან ტალღას დაუდო სათავე.

დღეს, როცა საბჭოთა ტოტალიტარული გამოცდილებით მანიპულირება რუსული დეზინფორმაციული ომისა და სამხედრო აგრესიის მთავარი მამოძრავებელია, სტალინური ტერორისა და მის მსხვერპლთა გახსენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”
-წერია ღონისძიების ანონსში.
1
7 აგვისტოს რუსეთის რეგულარული არმია როკის გვირაბის გავლით საქართველოში შემოიჭრა. 20 საათის შემდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიას საქართველომ თავდაცვითი სამხედრო მოქმედებებით უპასუხა. ჩვენი სამხედროების თავდადებამ და ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრების ძალისხმევამ შეძლო და შეაკავა რუსული აგრესია ხუთ დღეში.

რუსეთი წლებია ცდილობს ომის დაწყება საქართველოს დააბრალოს და სწორედ ამიტომ ომის დაწყების დღედ 8 აგვისტოს აცხადებს, მაგრამ ჩვენ არავის მივცემთ ისტორიის გადაწერის უფლებას. საქართველო თავს იცავდა საკუთარ მიწაზე საკუთარი ხალხის და თავისუფლების გადასარჩენად!

7 აგვისტოს ჩვენ გავიხსენებთ სამშობლოსათვის გმირულად დაღუპულ მებრძოლებს, ვინც შეგვინარჩუნა თავისუფლება. ჩვენ მივალთ გმირების მემორიალებთან, მივაგებთ პატივს, მივიტანთ ყვავილებს და წავიკითხავთ ლოცვას მათი ნათელი სულებისათვის. ჩვენ ვაგრძელებთ სამშობლოს დაცვას ისეთივე თავდადებით და გამარჯვების რწმენით.

7 აგვისტოს ჩვენ მოვალთ მკერდზე ცეცხლისფერი ყაყაჩოებით და ქედს მოვუხრით საქართველოს გმირებს!
6
სინდისის პატიმრის, თორნიკე გოშაძის წერილი ციხიდან:

„რამდენიმე კომენტარმა მოაღწია ჩემამდე, მე უბრალოდ არ შემიძლია გადმოგცეთ როგორ მსიამოვნებს და რამხელა ბედნიერებას მანიჭებს თქვენი სიტყვები.

ლამაზი და კარგი კალიგრაფიააო, ღმერთო, ლამაზები და კარგები თქვენ ხართ ყველა. არა, არა კარგები კიარა საუკეთესოები ხართ, საუკეთესოებს შორის. თქვენი სიტყვებია ლამაზი, თქვენი ფიქრები, თქვენი მხარდაჭერა, თქვენი თამადგომა და თანაგრძნობა.

მიხარია რომ თქვენიანი ვარ, ციხეში ჯდომა არავის მოსწონს, მაგრამ თუ ჩემი ციხეში ყოფნა თქვენი ნათელი მომავლის საწინდარია, დაე ასე იყოს.
მიყვარხართ ადამიანებო, ძალიან, ძალიან მიყვარხართ და მენატრებით. გონებით და გულით თქვენთან ვარ. გული თქვენთვის ძგერს.

დიდი სიყვარულით თორნიკესაგან“
7
"ყველასთან თბილი სიტყვები და დიდი მადლობა დამაბარა ანდრომ. წარმოუდგენლად გაუხარდა თქვენი წერილები.
წავიკითხავ და ხვალ პროცესზე წერილს გადმოგცემ ხალხისთვისო.
საკნის ბიჭებმა გაახარეს გუშინ. 00:01-ზე ტორტი დამახვედრეს და პატარა საკანში მხიარულება იყოო.
შეხვედრის ოთახში შესვლამდე, ადმინისტრაციის თანამშრომლები, სრულიად უცხო სხვა პატიმრები და ადვოკატები ულოცავდნენ დღევანდელ დღეს" | წერს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში

სინდისის პატიმარი ანდრო ჭიჭინაძე დღეს 29 წლის გახდა
❤‍🔥6👍1
რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
❤‍🔥85🔥4👍32
უწყვეტი პროტესტის 246-ე დღეს რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია.
15
ყოველდღიური ამბავი


📍რუსთაველის გამზირი, უწყვეტი პროტესტის 246-ე დღე.პროტესტის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის ფარგლებში დაკავებული პირები.
 
📍პროტესტის 246-ე დღე ბათუმში და მზია ამაღლობელის დასკვნითი სხდომა ბათუმისსაქალაქო სასამართლოში - „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვა საპროტესტო აქციიდან.წარწერები აჭარის მთავრობასთან: „თავისუფლება მზიას!“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „პოლიცია მილიცია“. „რუსეთი ტერორისტული ქვეყანაა“.
 
📍პირველ აგვისტოს მზია ამაღლობელის დასკვნითი პროცესია. „მზია ამაღლობელი თანამედროვე საქართველოს სინდისია, რომელთან ბრძოლაშიც ბოლომდე გაშიშვლდა ეგრეთწოდებული მართლმსაჯულების სისტემა მის სამსახურში მდგარი უღირსი ადამიანებით. პირველ აგვისტოს მზიას დასკვნითი პროცესია, სადაც სასამართლოს ჰგონია, რომ მზიასთვის გამოაქვს განაჩენი. რეალურად კი, ამ დღეს სასამართლოს განაჩენი საკუთარი თავისთვის გამოაქვს. #თავისუფლებამზიაამაღლობელს “- აცხადებენ მზია ამაღლობელზე გადაღებული ფილმის ავტორები.
 
📍რა უნდა ციხეში მზია ამაღლობელს? ასეთ მოქალაქეები მაფიქრებინებენ, რომ საქართველო არ იქნება უძრავი, ჩაკეტილი და არათავისუფალი“, - წერს ენათმეცნიერი მზექალა შანიძე „ნეტგაზეთისთვის“ გაგზავნილ წერილში.
 
📍„ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 200 დღის განმავლობაში უკანონოდ იყო დაპატიმრებული.  ხვალ მისი „სასამართლო პროცესი“ დასრულდება. მას პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. როგორც დამოუკიდებელი მედია საშუალებების, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის თანადამფუძნებელი და დირექტორი, ის პრესის თავისუფლების შუქურასა და ადამიანის უფლებების ძლიერ დამცველს წარმოადგენს. მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს და მას სამედიცინო მომსახურებაზე დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს წვდომა“, - წერს X-ზე ბუნდესტაგის წევრი, რობინ ვაგენერი.
 
📍ხვალ, 1 აგვისტოს ბერლინში საქართველოს საელჩოს წინ აქცია გაიმართება მზია ამაღლობელის სასამართლოს  პარალელურად, ბერლინის დროით 13:00 საათიდან. აქცია აქტივისტური ორგანიზაცია „გზა“ აანონსებს.  პარასკევს, 1 აგვისტოს, დღის პირველი საათიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი სხდომა გაიმართება. მოსამართლე ნინო სახელაშვილი სხდომაზე მზია ამაღლობელის ადვოკატების დასკვნით სიტყვას მოისმენს. მოსამართლემ, შესაძლოა, განაჩენი 1 აგვისტოს გამოიტანოს.
 
📍Human Rights Watch-მა გაეროში საქართველოზე ანგარიში წარადგინა, რომელშიც მიმოხილულია ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში გაუარესებული დემოკრატიული სიტუაცია. HRW მოითხოვს გათავისუფლდეს ყველა უსამართლოდ დაკავებული პირი, რომლებმაც შეკრების თავისუფლების შესახებ მათი უფლება განახორციელეს. Humans Right Watch გამოხატვის თავისუფლების ჭრილში ასევე საუბრობს მედიაზე და მიუთითებს იმ რიგ რეპრესიულ ნაბიჯებზე, რომელიც „ოცნებამ” მედიის საქმიანობის შეზღუდვის მიზნით გადადგა. ამასთან, კონკრეტულად საუბრობს „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელსა და ჟურნალისტ მზია ამაღლობელზე და მოუწოდებს „ოცნებას” მის გათავისუფლებას, მისი საქმის დამოუკიდებელ სასამართლო განხილვამდე.
 
📍„საგნის რაობის განსაზღვრა არის შეუძლებელი“ | სინდისის პატიმრების გური მირცხულავასა და ჯანო არჩაიას ვიდეოსთან დაკავშირებით დაცვის მხარემ ვიდეოს ექსპერტიზის პასუხი მიიღო. ექსპერტიზით დასკვნით, რომელიც დღეს საქმეს მტკიცებულების სახით დაურთეს, დადასტურდა შემდეგი: გური მირცხულავას ნაწილში: წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერით, შეუძლებელია ჩანაწერზე ასახული პიროვნების მიერ დახრის შემდეგ ხელში აღებული საგნის იდენტიფიცირება. დახრის შემდეგ ხელში აღებული საგნის გასროლის მიმართულების განსაზღვრა.
 
📍წარმოდგენილი ვიდეო/აუდიო ჩანაწერი მიღებულია სხვადასხვა სახის მონტაჟის შედეგად - მონტაჟის პირველი ნიშანი წარმოადგენს ორი განსხვავებული ვიდეოფრაგმენტის შეერთებას. მეორე ნიშანი წარმოადგენს ვიდეოჩანაწერის ჭრას, სადაც ვიდეოჩანაწერს აკლია გარკვეული ფრაგმენტი. სინდისის პატიმრის ჯანო არჩაიას ნაწილშიწარმოდგენილი ვიდეოჩანაწერით , შეუძლებელია ჩანაწერზე ასახული პიროვნების - გამოძიების ვერსიით - ჯანო არჩაიას მიერ დახრის შემდეგ ხელში აღებული საგნის იდენტიფიცირება. ბრალდების მხარე ჯანო არჩაიასა და გურამ მირცხულავას ედავება იმას, რომ ისინი მძიმე საგანს ისროდნენ სამართალდამცველების მიმართულებით;
 
📍მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პროევროპულ აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 11 სინდისის პატიმარი  პატიმრობაში დატოვა.
ადვოკატები აფასებენ გალუსტაშვილის გადაწყვეტილებას: „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შუამდგომლობა იყო დასაბუთებული, არგუმენტირებული და გამომდინარეობდა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან, მოსამართლემ არ გაითვალისწინა ჩვენი შუამდგომლობა და რეალურად, მოსამართლის პასუხი იყო მხოლოდ შაბლონური.“ „ერთადერთი საფუძველი, რის გამოც დღეს ეს ბიჭები არიან პატიმრობაში, ეს არის პოლიტიკური მოტივაცია.“
 
📍მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა და აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 11 სინდისის პატიმარი პატიმრობაში დატოვა.მოსამართლეს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე სინდისის პატიმარმა ონისე ცხადაძემ მიმართა: „მე რასაც მივხვდი, დღეს რასაც მოვუსმინე ადვოკატებს, მე მგონი, ყველანაირი მიზეზი და გარემოება გაქვთ იმისა, რომ ჩვენს უფლებადამცველებს დაეთანხმოთ და ამას არ გეუბნებით, როგორც ბრალდებული... ეს არის ძალიან მარტივი ჭეშმარიტება... მინდა, რომ გადადგათ სწორი ნაბიჯი...თქვენც ამ ინსტიტუტის გამო გააკეთეთ, პროკურატურის გამო გააკეთეთ, პატივი ეცით იმ პროფესიას, რასაც ემსახურებით. აბსურდში გვატარეს 8 თვე, მთავარი გამომძიებელიც მოვიდა და იმანაც დაგვიდასტურა, კი, ეგ აბსურდიაო. მე მაინც მცირე იმედს ვიტოვებ, დღეს ეს გაფუჭებული კარი გაგვიღეთ და მერე მე პირადად მოვალ და შევაკეთებ. რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოთ დღეს, გთხოვთ, რომ დაგვისაბუთოთ“, - თქვა ონისე ცხადაძემ.
 
📍სხდომაზე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს ანდრო ჭიჭინაძემ მიმართა: „ახლა აღმოჩნდა, რომ ახალი გარემოებაა და შესაბამისად, ამ ახალი გარემოებიდან გამომდინარე უნდა გადაისინჯოს აღკვეთი. ძალიან მოკლედ ვიტყვი, მე თქვენ ვერც მოგიწოდებთ, ვერც რჩევას მოგცემთ, ჩემგან არასწორი მგონია, რომ გითხრათ რომ რაღაც გადაწყვეტილება მიიღოთ. მე მგონია, რომ სიმართლემ უნდა ილაპარაკოს, სიმართლემ უნდა იყვიროს, იზეიმოს...აქედან გამომდინარე მე ერთადერთ რამე შემიძლია ვთქვა, მანამდეც არაერთხელ ვახსენე, რომ ის პერიოდი, რვა თვეა, სულ არის მოლოდინი, რომ რაღაც უნდა წარმოადგინონ ამ ადამიანებმა, ვინც ჩემ წინ სხედან... ველოდებით, ველოდებით და არაფერი გამოჩნდა. წინა სასამართლოზე მთავარი მოწმე გამოცხადდა, მთავარი გამომძიებელი და თქვა, რომ არანაირი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს იმაში, რაშიც პროკურატურა გვედავება შესაბამისად, მგონია და ჩემი აზრია ასეთი, რომ თუ თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ჩვენ აქედან წავიდეთ ციხეში, მე მგონია, რომ დამტკიცდება ის ჩემი ვარაუდი, შეიძლება ასე ითქვას, რომ მთავრობის წევრები ახდენდნენ ზეგავლენას სასამართლოზე, რაზეც მანამდეც ვილაპარაკე არაერთხელ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ ჩვენ აქედან ისევ ციხეში წავიდეთ.... ვერაფერს მოგიწოდებთ და ვერაფერს ვერ გეტყვით, აქ უნდა ილაპარაკოს სიმართლემ“.
 
📍ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმრის ანდრო ჭიჭინაძის წერილს ავრცელებს. ჭიჭინაძე 30 ივლისს 29 წლის გახდა. „უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოლოცვისთვის და გვერდში დგომისთვის. იცოდეთ, რომ თითოეულ თქვენგანს ძალიან ვაფასებ და არასდროს დამავიწყდება ის, რასაც თქვენ ყოველდღიურად აკეთებთ.  არ ვიცი როგორ უნდა დაგიბრუნოთ ის, რასაც თქვენგან ამდენი ხნის განმავლობაში ვგრძნობ და ვხედავ. მადლობა. ვეფხია კასრაძესა და თემურ ქათამაძეს ვულოცავ დაბადების დღეს და მიხარია, რომ ამ ყველაფერმა ასეთი ღირსეული და წესიერი ადამიანები გამაცნო.  ყველაფერი აუცილებლად ძალიან კარგად იქნება. თქვენს ოჯახებთან ერთად ბედნიერებას და ისეთ გარემოში ცხოვრებას გისურვებთ, როგორშიც ჩვენ ყველას ერთად გვინდა. ეს აუცილებლად ასეც იქნება“.
 
📍მედიის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ათზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას“, ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ყველა ბრალდება გაუქმდეს და ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. „7 ივლისს ხელისუფლებამ დააყადაღა გაზეთი „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ საბანკო ანგარიშები — რაც ამ მედიასაშუალებებზე ზეწოლას ემსახურება საქართველოში ამაღლობელი მედიის სიმტკიცისა და წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა. მისი დაპატიმრება და სისხლის სამართლებრივი დევნა მედიის თავისუფლების შეზღუდვის ფონზე მიმდინარეობს.
 
📍11 სინდისის პატიმრის  პროცესზე ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა დააყენეს.
ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა განმარტა, რომ მთავარი გამომძიებლის, არსენ ხუნაშვილის ჩვენებამ დაადასტურა, რომ ამ საქმეში არ არსებობს ორგანიზატორი ან ხელმძღვანელი, შესაბამისად ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხის საფუძველიც აღარ არსებობს. ადვოკატის თქმით, მოსამართლემ ამ გარემოებით უნდა იმსჯელოს და პატიმრობის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღოს...აღარ არსებობს აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენების საფუძველი. შეცვლით აღკვეთის ღონისძიებას თუ არ შეცვლით, ჩემი აზრით, უკვე დროა, 7 თვის მერე ეს მოცემულობა მიიღოთ მხედველობაში. ახლა უკვე დროა, აღკვეთის ღონისძიება შეცვალოთ, სამართლებრივადაც, მორალურადაც და ყველა მიმართულებით“, - თქვა გიორგი ტერიშვილის ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა.
 
📍„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ცნობით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ყველა პარტიამ ჯამში 7,592,948 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, რომლის 87% - 6,573,370 ლარი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. როგორც მოკლვევამ აჩვენა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის გადადგომის შემდეგ სამ თვეში რეგიონიდან პარტიას 2.5 მილიონ ლარზე მეტი შეწირეს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, დროის ასეთ მონაკვეთში რეგიონიდან ასეთი დიდი ოდენობის შემოწირულება უპრეცედენტოა და აჩენს ეჭვს, რომ შემოწირულებები მესამე პირების მეშვეობითაა განხორციელებული რაც კანონდარღვევაა.
"თავისუფლება მზია ამაღლობელს! გაათავისუფლეთ მზია ამაღლობელი პატიმრობიდან!" - თქვა შოთა არველაძემ "ტაბულასთან"
13
"რადიო თავისუფლების" ცნობით, თითქმის 8 საათის შემდეგ, მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა დასკვნითი სიტყვა დაასრულა:

"რატომ ვისაუბრე თავიდან მზია ამაღლობელის საქმიანობაზე. მზია ამაღლობელი არ არის მხოლოდ ფიზიკური პირი და არც მისი გაკეთებული საქმეები. მე მინდოდა დაგენახათ, რომ მზია ამაღლობელი არის მოქალაქე, რომელიც დისკომფორტულია ხელისუფლებისთვის...
მზია ამაღლობელის საქმე არის სარკე, როგორ იყენებს ხელისუფლება ძალაუფლებას ბოროტად, როგორ არ ასრულებს ბრალდება ფუნქციას და როგორ ცდილობს მსხვერპლი მოძალადედ წარმოადგინოს და მოძალადე მსხვერპლად.

რა შეუძლია სასამართლოს?! - დარწმუნებული ვარ, ყველა მოსამართლემ იცის თავისი როლი და ადგილი. არის საქმეები, რომლებიც დღეს სხვანაირად ჩანს და ხვალ სხვანაირად გამოჩნდება... არის საქმეები, რომელზეც 20 წელი გავიდა და თაობები საუბრობენ. ეს არის საქმე, რაზეც თაობები ისაუბრებენ.

მინდა დავასრულო ჩემი სიტყვა: მზია ამაღლობელის სილა არ იყო არც ხმამაღალი და არც დანაშაული. ერთსაც გვატყუებს და მეორესაც. არ მინდა სასამართლომ რომელიმე გაიზიაროს“ | თქვა მაია მწარიაშვილმა.
7
„თავისუფლება მზია ამაღლობელს!”
-წერს ინსთაგრამ სთორიში ნანი ბრეგვაძე
🔥6
მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენი 4 აგვისტოს გამოცხადდება | აღნიშნული თავად მზია ამაღლობელმა მოითხოვა. მისი თქმით, მას სურს რომ მისი საბოლოო სიტყვა სრულყოფილად წარმოთქვას, რისთვისაც ძალების აღდგენა სჭირდება.

დღეს ამაღლობელის საქმის განხილვა 9 საათზე დიდ ხანს მიმდინარეობდა.
6
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
მზია ამაღლობელი ტაშით გააცილეს
3❤‍🔥1