საქართველო - VOL 2.0
9.47K subscribers
11.9K photos
5.41K videos
4 files
3.69K links
საინფორმაციო არხი საქართველოზე

ინფორმაციის გამოგზავნა / კონტაქტი: https://t.iss.one/vol202Bot
Download Telegram
ინდოეთში ერთმა ტიპმა ორი ქვეყანა "გამოიგონა" - "ვესტარიდა" და "სებორგია" - და რამდენიმე წელი მათ ელჩად ასაღებდა თავს.

დელიში „საელჩო“ გახსნა, დიპლომატიური ნომრებით ჰყავდა 4 მანქანა, გასცემდა ყალბ ვიზებსა და სამუშაო ნებართვებს.

ქართული ოცნება / Georgian Dream რამე სამინისტრო ალალი არაა ახლა ამ კაცისთვის?! 🙄


©Zurab Parjiani
😁284👍2
‼️შსს-ის ინფორმაციით, ბრალდებულმა, თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქის, 1997 წელს დაბადებული ა.ბ.-ს მიმართ ფიზიკურად იძალადა და ძალადობის გამოყენებით მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ფაქტზე 1999 წელს დაბადებული პირია დაკავებული
21🤬12👍5👏1🖕1
ცოტა არაშაბლონურად უვიზოზე და ევროკავშირზე.

ხშირად ამბობენ, რომ "ევროკავშირი ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია"; "საქართველოს ადგილი ევროპაშია"; "მე ვარ ქართველი მაშასადამე ევროპელი" და ა.შ.; თავის მოტყუებაა ეგ.

ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს ალბათ საერთოდ არ აინტერესებს არც ცივილიზაცია, არც ანტიკური საბერძნეთი, არც ვერმეერი და ვან ეიკი, არც იტალიური ოპერა თუ გერმანული ფილოსოფია.

და ეს არ "ტეხავს" და ეს ნორმალურია. თავად ევროპაშიც შეიძლება ბევრს არ აინტერესებდეს ეს ყველაფერი.

მაგრამ იქაც და აქაც აინტერესებთ თავიანთი ყოფა-ცხოვრება. რას შეჭამენ და რას დალევენ, რემონტს გააკეთებენ თუ არა, მანქანას თუ იყიდიან, როგორ იმკურნალებენ, რა პირობებში იცხოვრებენ, მათ ბავშვს გარეთ დივანზე თუ დააგდებენ პაპანაქება სიცხეში და ასე შემდეგ.

და ეს ნორმალურია.

საერთოდ არ აინტერესებს ჩემს ბიძაშვილს, ლევანს, სენკევიჩი, იან მატეიკო თუ "სტანჩიკი", მაგრამ კი ჩადის წელიწადში ორჯერ პოლონეთში და თავისი შრომით არჩენს ოჯახს.

მერე "კოლექტიური ლევანი" რომ აქეთ ფულს აგზავნის, ეგ ფული ზოგი რემონტზე იხარჯება, ზოგი ბავშვებზე და ასე შემდეგ. და ეს "კოლექტიური ლევანი" ინახავს მერე საქართველოს.

ჰო-და, თუ გაუქმდა უვიზო - მერე კობახიძეს მოუწევს ლევანს აუხსნას, რომ არაა ეს "ეგზისტენციალური" :)

©Zurab Parjiani
👍19
‼️„ქართული ოცნების” წევრები გია ვოლსკი, მარიამ ლაშხი, შოთა ბერეკაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე და გელა სამხარაული ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში იმყოფებიან.

🔻პარტიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მათ შეხვედრები გამართეს ჩინეთის მმართველ პარტიასთან, ჩინეთის სახალხო კონგრესთან, განათლების სამინისტროს ენებისა და განათლების თანამშრომლობის ცენტრთან (CLEC), ჩინეთის სავაჭრო პალატასთან (CCTIP), შენჟენის მუნიციპალურ ხელისუფლებასთან და წამყვან ტექნოლოგიურ კორპორაციებთან.
26👍2😁1🤡1
‼️სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა სტუდენტური გაზეთები მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის სახლთან მიიტანეს.

🔻გალუსტაშვილი იხილავს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება/ჯგუფის წევრობის 8-პირიან საქმეს. მანამდე მანამ 4,5 წლით ციხეში გაუშვა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული მათე დევიძე
👍23🤡2
‼️სუს-ის ინფორმაციით, დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილე, გიორგი ხაინგრავა, სამინსტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და ბურჭულაძის ახლო ნათესავი.

🔻მათ ბრალი ედებათ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი მინიმუმ 1 333 728 ლარის გაფლანგვაში.
😁27
Media is too big
VIEW IN TELEGRAM
🙌ცნობილი მსახიობის, სოფი ლორენის შვილმა, დირიჟორი კარლო პონტიმ და ქართველმა მარიამ შარმანაშვილმა ჯვარი დაიწერეს. მეორე ქორწილი შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში შედგება.
👍232
‼️გვიან ღამით, ქუთაისში 1 კაცი მოკლეს, მეორე დაჭრეს - ინფო იმერეთი
🤬28😱1
საქართველო ასეული წლებია რუსებისგან იტანჯება, რუსული სახელმწიფოსგან იტანჯება, ჩვენი სისხლით ვერ გაძღა რუსეთი და ჰოი საოცრებავ, ჩვენი მთავრობა ევროპაში ეძებს ომის პარტიას, ამერიკაში ეძებს დიფ სტეიტს. მე არ ვიცი დიფ სტეიტის განმარტება, მაგრამ ვიცი რუსეთუმეს განმარტება - ყველა, ვინც დღეს ამბობს, რომ ომის პარტია არის ევროპა და არა რუსეთი, ყველა, ვინც დღეს ამბობს, რომ ევროპაში გაგვათხოვებენ, არის რუსის აგენტი, ნებსით თუ უნებლიეთ, არა მგონია ვინმე უნებლიეთ იყოს, მაგრამ არის ჩვენი მტრის მომხრე ეს არის ფორმულა, რომელიც იცის ქართველმა ერმა, ვიცით ჩვენ ეს სისხლში გვაქვს, ვიცით ვინ არის ჩვენი მტერი და დღეს გვაბრმავებენ, ქრისტემ თვალი აგვიხილა და ესენი გვაბრმავებენ... მე ასეთი დადუმებული ეკლესია ჯერ არ მინახავს


- ამბობს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი საკვირაო ქადაგებისას
44👍8👏1
‼️სააგენტო ტასი ეხმაურება თბილისში რუსი მოფარიკავეების მიმართ გამოხატულ პროტესტს და წერს რომ "უცნობებმა ააფეთქეს პეტარდები".

სასტუმროსთან პროტესტი დღისითაც გრძელდება. იქამდე კი, სპორტის ახალ სასახლეში რუსი მოფარიკავეების (ზოგი სამხედრო ოფიცერიცაა) გამოსვლისას, მოქალაქეებმა ანწუხელიძის შეახსენეს რომ მათი ადგილი საქართველოში არაა.
333👍1
Media is too big
VIEW IN TELEGRAM
‼️ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და "ოცნების" ყოფილი წევრი, ლუკა (ელდარ) კურტანიძე, ქობულეთში მდებარე სახლში ყოფილ ცოლს მიუვარდა და სცემა.

©ტვ პირველი
🤬3922🖕1
საქართველო - VOL 2.0
‼️გვიან ღამით, ქუთაისში 1 კაცი მოკლეს, მეორე დაჭრეს - ინფო იმერეთი
‼️შსს-ს ცნობით იმერეთში მომხდარ ფაქტზე წარსულში ნასამართლევი 1 ადამიანი დააკავეს - 2 ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით.
🤬7
⭕️ახლახან დავაჯილდოვე ჩვენი კალათბურთელები ორდენებით, საამაყო ხალხი. მინდა, გიორგი ცინცაძეს მადლობა გადავუხადო გულშემატკივრის სახელით, ის ჩვენთვის იყო საამაყო კალათბურთელი და მისი ღვაწლი დაფასებულია. მისი არჩევანია, რას გააკეთებს და როგორ მოიქცევა.

ერთი რამ მინდა, ვუთხრა გიორგი ცინცაძეს, ნუ გამოაყენებინებს საკუთარ სახელს, რომ მისი მეგობრები არ დაზიანდნენ, რადგან მათ მნიშვნელოვანი შეკრება დაეწყოთ. მინდა, წარმატება ვუსურვო. ჩვენ გვახსოვს ბუდუ ზივზივაძე, ქოჩორაშვილი, როგორ სცადეს მათი გამოყენება, ცდილობდნენ ევროპის ჩემპიონატის წინ შუღლი შეეტენათ, ეს ადამიანები არიან მავნებლები. მათდა სამწუხაროდ, ეს ყველაფერი დასაწყისია, მეტ წარმატებას მიაღწევენ ჩვენი ბიჭები. უფრო წარმატებულები და უფრო მშვიდობიანები ვიქნებით. მცირე ნაწილია რადიკალური ფრთის, რომელიც ნეგატივით ცხოვრობს, ერთმანეთს ვეღარ იტანენ უკვე

ამბობს მიხეილ ყაველაშვილი.
🖕332
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
მსოფლიო საზოგადოებისთვის ჩვენ ყველანი რუსები ვართ



— სეპარატისტული პარტიის „ერთიანი აფხაზეთის“ ლიდერი ალხას ბარზანია.

აფხაზები ჯვარზე აკრავენ 😁
😁18
‼️სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული „გორბის“ კვლევა ინსტიტუტების სანდოობაზე:

• ჯარს ენდობა 91%, არ ენდობა - 7%;
• პოლიციას არ ენდობა 29%, ენდობა - 70%;
• ადგილობრივ თვითმმართველობას არ ენდობა - 28%, ენდობა - 68%;
• მთავრობას არ ენდობა 33%, ენდობა - 65%;
• პარლამენტს არ ენდობა - 38%, ენდობა - 62%;
• პრეზიდენტს არ ენდობა - 35%, ენდობა - 60%;
• სასამართლო სისტემას არ ენდობა - 41%, ენდობა - 55%.


🔻ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა თბილისისა და ქვეყნის მასშტაბით, პირისპირი ინტერვიუირების მეთოდის გამოყენებით ჩაატარა.

🔻საველე სამუშაოები 2025 წლის 22 ივნისი- 5 ივლისს შესრულდა. შედგა 2300 პირისპირი ინტერვიუ საქართველოს ზრდასრულ მოქალაქესთან (18 წლის და მეტი ასაკის).

🔻წარმოდგენილი მონაცემები შეწონილია როგორც დემოგრაფიული, ასევე პოლიტიკური წონით (2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაცხადებული ხმის მიცემის და ოფიციალური შედეგების თანაფარდობით) და წარმოდგენილია სავარაუდო ამომრჩევლის ჭრილში.

🔻სავარაუდო ამომრჩეველი გამოვლინდა არჩევნებში მონაწილეობის მზაობასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე გაცემული პასუხებიდან გამომდინარე. ცდომილების ზღვარი: +/-3% სავარაუდო ამომრჩეველი, ქვეყნის მასშტაბით.
20😁3
ჰაიმეე 😃😂
😁14
მიხეილ ყაველაშვილი:

2008 წელს რუსეთთან გვქონდა ომი, მაშინ აწამეს და მოკლეს ანწუხელიძე. მაშინ "ნაცმოძრაობამ" მოაწერა ხელი რეზოლუციას, სადაც აღიარეს, რომ ომი საქართველომ დაიწყო და ქართველ სამხედროებს, - ანწუხელიძეს დააბრალეს ეს ყველაფერი. უკრაინაში შეჭრის შემდეგ გახდა ანწუხელიძე გმირი მათთვის?!
🖕17🤡2
‼️გიორგი ახობაძის საქმეზე ხვალ დაგეგმილი განაჩენის გამოცხადება გაურკვეველი ვადით გადაიდო
🤬1